საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ახალგაზრდული ჯგუფის ტრენინგი

2014 წლის, 31 ოქტომბერიდან 2 ნოემბრამდე კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში ჩატარდა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ახალგაზრდული ჯგუფის ტრენინგი.
ტრენინგზე სახალხო დამცველის თანამშრომელმა, ბელა ოსიპოვამ ახალგაზრდებს გააცნო სახალხო დამცველის აპარატის, ტოლერანტობის ცენტრისა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს მუშაობის სტრუქტურა.
ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი სტუდენტებს ესაუბრა ტოლერანტობის არსსა და მნიშვნელობაზე; სტერეოტიპებზე, დისკრიმინაციასა და ძალადობაზე; ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.
ადამიანის უფლებებზე, თაობებსა, კლასიფიკაციაზე, ადამიანის უფლებების დაცვის შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმებზე, უმცირესობების უფლებებზე სასამართლო ხელისუფლებისა და სახალხო დამცველის სტრუქტურათა ჭრილში ისაუბრა იურისტმა, გიორგი მშვენიერაძემ.
ტრენინგის ბოლო ნაწილი დაეთმო სხვადასხვა აქტივობებს სტერეოტიპებისა და გარიყულობის თემაზე და ინტერგრაციის ხელშწყობის მნიშვნელობაზე. ტრენინგის ამ ნაწილს უძღვებოდნენ ტრენერები ნანა ბერეკაშვილი და შორენა ლორთქიფანიძე.
ღონისძიება ჩატარდა აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება” (ANI) მხარდაჭერით.