GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების წევრთა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან

2014 წლის 20 ნოემბერს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების წევრები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ. ეროვნულ უმცირესობათა საბჭოში საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები, ხოლო რელიგიათა საბჭოში მოქმედი რელიგიურ კონფესიებია გაერთიანებული.

 

საბჭოების წევრებმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მათ წინაშე არსებული პრობლემებისა და აქტუალური საკითხების შესახებ მოახსენეს. საუბარი შეეხო ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების  დაცვას, სამოქალაქო ინტეგრაციას, სახელმწიფო ენის სწავლებას, განათლებისა და კულტურის საკითხებს. განიხილეს რესტიტუციასთან დაკავშირებული პრობლემები და ახლო წარსულში მომხდარი დისკრიმინაციული და ქსენოფობიური ინციდენტები.

 

ვისაუბრეთ „ისეთ რთულ პრობლემებზე, როგორიცაა, ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით დისკრიმინაციული მოპყრობა. ომბუდსმენის აპარატთან ერთად, ჩვენ მონიტორინგს გავუწევთ თითოეულ ასეთ შემთხვევას და აქტიურად ჩავერთვებით ამ საკითხების მოგვარების პროცესში“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა სოფიო შამანიდმა.

 

შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ ოსური ფორუმის წარმომადგენლები, რომელთაც პრეზიდენტთან ოსური თემის უფლებრივი მდგომარეობა, ოსური ენის სწავლებისა და ოსური კულტურის შენარჩუნების საკითხები განიხილეს.

 

სახალხო დამცველმა ხელისუფლების უმაღლეს პირებთან დიალოგის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია თავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში გრძნობდნენ ჩართულად.

 

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებული პრობლემის მოგვარების პროცესში აუცილებელია დაცული იყოს კანონის უზენაესობის პრინციპები და გაიზარდოს სამოქალაქო აქტივობა. ამ პროცესში პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა სახალხო დამცველის საქმიანობა და მზადყოფნა გამოთქვა მომავალი შეხვედრებისა და თანამშრომლობისთვის.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა არსებული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე: „ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან შეხვედრისას სიღრმისეულად განვიხილეთ არსებული პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც ერთი მხრივ საქართველოს, როგორც მაღალი ტოლერანტული კულტურის მქონე ქვეყნას, დაეხმარება თვითმყოფადობის შენარჩუნებაში, მეორე მხრივ კი უფრო მეტად დაახლოებს ევროპასთან და ხაზს გაუსვამს ევროპული ღირებულებების მნიშვნელობას“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

პრეზიდენტმა, სახალხო დამცველმა და ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების წევრებმა ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობის, სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე დიალოგის გაგრძელების  შესახებ მზადყოფნის სურვილი გამოხატეს.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group