GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ 12 იანვარს, ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტებზე რელიგიური სიტუაციის კრიტიკული განხილვის მოტივით  თავდასხმის გამო.

 

მოცემული შემთხვევა საგანაგაშო გამოხატულებაა იმისა, რომ საქართველოში განსხავებული პოზიციის პატივისცემა ერთ–ერთ მძიმე პრობლემას წარმოადგენს.

 

შეუწყნარებლობას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ჩვენი შეხედულებით, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე სამართალდამცველების მხრიდან არაადეკვატური და არაეფექტური რეაგირებაა. დაუსჯელობის განცდა, როგორც ჩანს, მიზეზი ხდება ყოველი მორიგი სამართალდარღვევისა.

 

რელიგიათა საბჭო ვგმობთ ჟურნალისტებზე თავდასხმას და ვაცხადებთ, რომ მედიის თავისუფლება, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეუხებლობა, რელიგიური და მსოფლმხედველობრივი პლურალიზმის პატივისცემა არის გარანტი საქართველოს დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარებისა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ იგი უპირობოდ და მკაცრად უნდა იყოს დაცული.

 

ყოველივე ამასთან ერთად, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ტელეკომპანია ტაბულასა და ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც გაბედულად ემსახურება  მრავალფეროვნების წარმოჩენას, ტოლერანტობის კულტურის განვითარებასა და თავისუფალ სიტყვას!

 

განცხადებას ხელს აწერენ სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი  რელიგიური გაერთიანებები:

 

  1. საქართველოს ებრაელთა კავშირი
  2. სომეხთა სამოციქულო  წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია 
  3. ქართველ მუსლიმთა კავშირი
  4. ეზიდთა სასულიერო კრება
  5. ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია
  6. სახარების რწმენის ეკლესია
  7. მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია
  8. წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  9. საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
  10. ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
  11. საერთაშირისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ხსნის არმია
  12. კრიშნას ცნობიერების საზოგადოება - თბილისის ვედური კულტურის ცენტრი
  13. ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი
  14. მეგობართა რელიგიური საზოგადოება – კვაკერები
  15. სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში
  16. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
  17. ქრისტიანულ-პროტესტანტული ეკლესია „ქრისტეს ეკლესია“
  18. ბაჰაის საზოგადოება საქართველოში
  19. ევანგელურ-ლუთერული ეკლესია საქართველოში
  20. ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია
  21. საქართველოს ევანგელურ–პროტესტანტული ეკლესია

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group