GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

კულტურის განვითარების სტრატეგიის საჯარო განხილვა

2016 წლის 11 თებერვალს, მწერალთა სახლში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა, ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების წინაშე. შეხვედრა ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ორგანიზებული იყო.

 

კულტურის სტრატეგია 2025 არის საქართველოს მთავრობის სტრატეგიული დაგეგმვის გრძელვადიანი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, ძირითად მიზნებსა და ამოცანებს კულტურის დარგისთვის. 

 

შეხვედრის მიზანი იყო უმცირესობათა წარმომადგენლებისათვის კულტურის სტრატეგიის ძირითადი პრინციპების გაცნობა, სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვა და ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისგან კომენტარების და რეკომენდაციების მიღება. ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია თავს მოიყრის საანგარიშო დოკუმენტში, რომელიც წარედგინება საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და რომელიც გამოყენებული იქნება კულტურის სტრატეგია 2025-ის საბოლოო ვარიანტის შემუშავებაში.

 

შეხვედრაზე რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების საერთო აზრი იყო, რომ უმჯობესი იქნებოდა უმცირესობათა წარმომდგენლები დოკუმენტის შექმნის პირველივე ეტაპზე ჩართულიყვნენ და აქტიური მონაწილეობა მიეღოთ დოკუმენტზე მუშოაბის პროცესში. სახარებისეული რწმენის (ორმოცდაათიანელთა) ეკლესიის წარმომადგენელმა, ლელა ხონელიძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის წარმომადგენლებს სთხოვა სამინისტროში წინაშე დააყენონ საკითხი, იმ რეკომენდაციების გათვალისწინების შესახებ, რომელიც სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ მოამზადა. შეხვედრის დამსწრეთა უმრავლსეობის მოსაზრებით, კარგი იქნებოდა ამ საკითხებზე შეხვედრა სამინისტროში გამართულიყო.

 


***


კულტურის სტრატეგიის დოკუმენტი ეყრდნობა საქართველოს კულტურის პოლიტიკის სხვადასხვა დოკუმენტს, ქვეყნის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებსა და მათში ასახულ პრინციპებს, „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“ და შემდეგ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს:

 

  • „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო), 1948 წლის 10 დეკემბერი;
  • „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი“, გაერო, 1976 წლის 3 იანვარი;
  • „კონვენცია კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის და შენარჩუნების შესახებ“, იუნესკო, 2005 წლის 20 ოქტომბერი;
  • „კონვენცია მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“, 1972 წლის 16 ნოემბერი;
  • „კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“, იუნესკო, 2003 წლის 17 ოქტომბერი;
  • „ლანდშაფტების ევროპული კონვენცია“, ევროსაბჭო, 2000 წლის 20 ოქტომბერი;

 

და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ინსტრუმენტებს. 

 

კულტურის სხვადასხვა დარგისთვის დამახასიათებელი მიზნებისა და სპეციფიკური ამოცანების გარდა, კულტურის სტრატეგია განსაზღვრავს იმ სტრატეგიულ მიმართულებებს, რომლებიც საერთოა ყველა დარგისთვის. ესენია:

 

 

  • ცნობიერების ამაღლება და განათლება − კულტურა და შემოქმედებითობა უნდა იყოს ცოდნაზე დაფუძნებული და საზოგადოება უნდა აცნობიერებდეს, ერთი მხრივ,
  • კულტურას, როგორც თვითმყოფადსა და ერის იდენტობის განმსაზღვრელს, მეორე მხრივ, მის ეკონომიკურ ღირებულებასა და როლს საზოგადოების კეთილდღეობაში;
  • წვდომა კულტურაზე და კულტურული მრავალფეროვნება − კულტურა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის. გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული ადამიანის უფლება კულტურაზე. საზოგადოება პატივისცემით უნდა იყოს გამსჭვალული განსხვავებული კულტურებისა და სუბ-კულტურების, ასევე, ამ კულტურათა მატარებლების მიმართ. დაინტერესებული პირებისთვის, კულტურის სფეროში თვითრეალიზება და თვითგამოხატვა გარანტირებული უნდა იყოს სპეციალური ხელშეწყობისა და დაფინანსების მექზნიამების მეშვეობით;
  • კულტურის საჯარო პოლიტიკის სხვა დარგებთან ურთიერთქმედება - კულტურა და შემოქმედებითობა უნდა აისახოს საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა დარგში და უნდა გააჩნდეს ზემოქმედების ეფექტი ამ დარგების განვითარებაზე; ასევე, სხვა დარგებთან ურთიერთქმედების შედეგად, უნდა გაიზარდოს კულტურისა და შემოქმედების სფეროს პროდუქტიულობა;
  • შრომის ანაზღაურება და სოციალური გარანტიები − სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს მუშაკთა შრომის სათანადო ანაზღაურებასა და სოციალურ დაცვაზე;
  • კულტურის დაფინანსება − უნდა იყოს მზარდი, დივერსიფიცირებული, გამჭვირვალე
  • და სამართლიანი;
  • კულტურის ინფრასტრუქტურა − თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად უნდა იყოს განვითარებული და ყველასთვის მოსახერხებელი; კულტურის მმართველობა − უნდა ეფუძნებოდეს კარგი მმართველობის პრინციპებს;
  • კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება და მათი საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაცია − ქვეყნის ეკონომიკაში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების პოტენციალის გამოყენებისთვის, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მათ განვითარებას და ეროვნული კულტურის საერთაშორისო კულტურულ სივრცეში დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას.

 

კულტურის ხელმისაწვდომიბისა და მრავალფეროვნების N 2.4 მიზანი: საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების აქტიური მონაწილეობა ხელს უწყობდეს ქვეყნის კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნებას. ამ მიზნის მისაღწევად, კულტურის სტრატეგიის გეგმის თანახმად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, შემდეგი ამოცანების შესრულებას გეგმავს:

 

  • საქართველოში მცხოვრებ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და აღდგენის ხელშეწყობა, ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის მიზნით;
  • უმცირესობათა ცნობიერების ამაღლება, ზოგადად, ქვეყნის კულტურის შესახებ და უმცირესობათა კულტურის გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის, კულტურათაშორისი დიალოგის მხარდაჭერა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის კულტურულ ინიციატივებში ჩართვის საშუალებით;
  • უმცირესობათა კულტურული იდენტობის დაცვა, პოპულარიზაცია და ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში მათი ჩართვა;
  • ენობრივი მრავალფეროვნების, როგორც კულტურული მრავალფეროვნების უმნიშვნელოვანესი ფაქტორის, განვითარების მხარდაჭერა.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group