GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეთნიკური საბჭოს წევრების შეხვედრა ცესკოში

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2017 წლის 12 ოქტომბერს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრებისა და ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო სიჭინავამ მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ რა აქტივობები განახორციელა საარჩევნო ადმინისტრაციამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ზრდისა და მათი ინფორმირებულობისთვის.

 

სად და რამდენი ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული საარჩევნო უბანია ქვეყნის მასშტაბით, საუბნო საარჩევნო კომისიის რამდენი წევრია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი, რა საინფორმაციო საგანმანათლებლო პროგრამები განახოერციელა საარჩევნო ადმინისტრაციამ, როგორ განხორციელდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანია - ამ და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ სხვა აქტივობებზე სოფიო სიჭინავასგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასეს. შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებებიც, განსაკუთრებით, სომხურენოვანი მასალების თარგმანის უხარისხობასთან დაკავშირებით, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია კომპეტენციის ფარგლებში გაითვალისწინებს. 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ქრისტიანული, 25 დეკემბერი

შობა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group