GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა მერობის კანდიდატებთან

2017 წლის, 19 ოქტომბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წარმომადგენელთა შეხვედრები დედაქალაქის მერობის კანდიდატებთან. 


ეროვნულ უმცირესობათა საბჭო შეხვდა მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ზაალ უდუმაშვილს და ევროპული საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატს ელენე ხოშტარიას.


მერობის ყველა კანდიდატმა საბჭოს წინაშე წარადგინა თავისი პროგრამა და ხაზი გაუსვა ამ პროგრამაში ეროვნული და რელიგიური უმცირესობების მიმართულებით არსებულ ხედვებსა და პრიორიტეტებს.


საბჭოს წევრებმა კანდიდატებს დაუსვეს შეკითხვები, რომელიც სახელმწიფო უწყებებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა დასაქმებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის პრობლემატიკას ეხებოდა.


შეხვედრები ორგანიზებული იყო სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციის "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PITA) ფარგლებში რომელსაც აფინანსებს აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group