GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს განცხადება თავდაცვის კოდექსის მიღებასთან დაკავშირებით

რელიგიათა საბჭოს განცხადება თავდაცვის კოდექსის მიღებასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო ეხმაურება თავდაცვის კოდექსის პროექტის მესამე მოსმენით მიღებას. აღნიშნული კოდექსით სასულიერო პირებს აღარ გადაუვადდებათ სამხედრო სამსახურში გაწვევა და ნაცვლად აღნიშნულისა, გაწვეულ იქნებიან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში.

 

ამ ცვლილებით გაჩნდა კიდევ ერთი უთანასწორობა რელიგიის ნიშნით, რადგან კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, დომინანტური რელიგიის სასულიერო პირები თავისუფლდებიან ყველანაირი სამხედრო ვალდებულებისგან, მათ შორის ალტერნატიული შრომითი სამსახურისგანაც.

 

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა უკავშირდება სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში მონაცემების აღრიცხვას. აღნიშნული რეზერვი აერთიანებს 18 წლიდან 60 წლამდე პირების ფართო კატეგორიას და ითვალისწინებს ყველა მათგანის აღმსარებლობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, რაც არღვევს რწმენისა და რელიგიის თავისუფლების და პერსონალური მონაცემების დამუშავების ძირითად პრინციპებს და ქმნის სერიოზულ ხიფათს რომ სახელმწიფოს ხელთ აღმოჩენილი უაღრესად სენსიტიური ინფორმაცია, სამომავლო დისკრიმინაციული პრაქტიკების საფუძველი გახდეს.

 

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ხელახალი ცვლილებები შეიტანოს კანონმდებლობაში:

 

  1. დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პირთა აღმსარებლობის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოების პატივისცემა და უარი თქვას სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მის შეგროვებაზე;
  2. კანონმდებლობით უზრუნველყოს თანასწორობა რელიგიის ნიშნით და ყველა აღმსარებლობის ადამიანზე, სასულიერო პირსა და რელიგიურ ორგანიზაციაზე გაავრცელოს თანასწორი მიდგომა სამხედრო ვალდებულების მოხდასთან დაკავშირებით.

 

  1. ქართველ მუსლიმთა კავშირი
  2. საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია
  3. საქართველოს სომხური კათოლიკური ეკლესია
  4. საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
  5. ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
  6. საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია
  7. ხსნის არმია
  8. ბაჰაის საზოგადოება
  9. აღდგენილი სამოციქულო ეკლესია 
  10. წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  11. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  12. საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია
  13. საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group