GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

უკრაინის ეკლესიათა საბჭოს განცხადება რუსეთის ფედერაციაში ეგრეთ წოდებული „საარჩევნო მოვლენებთან” დაკავშირებით

2024 წლის 15-17 მარტს რუსეთში ჩატარდა ფარსი, რომელსაც ამ ქვეყნის ხელმძღვანელობაში ჩართული პირებიც კი "ბიუროკრატიულ პროცედურას" ან "საარჩევნო მოვლენებს" უწოდებდნენ.


„არჩევნების“ იმგვარი პირობებითა და წესებით ჩატარება, როგორც ეს რუსეთში მოხდა, მას აბათილებს და შესაბამისად, ის პირი, რომელმაც საკუთარი თავი ასეთი ტიპის კონკურენციის პირობებში გამარჯვებულად გამოაცხადა, სრულიად არალეგიტიმურია.


თუმცა, ჩვენ ვალდებულნი ვართ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს ფსევდოარჩევნები მხოლოდ უსარგებლო და არალეგიტიმური კი არაა, არამედ დანაშაულია. ის უდანაშაულო ადამიანების სისხლით, მკვლელობის ცოდვებით, ტყუილებით და ჩვეული ქურდობითაა დალაქავებული.


მტერმა უკრაინისგან მოპარულ ტერიტორიებზე ხალხი „არჩევნებზე“ იძულებით მიიყვანა. ამ ტერიტორიებს ცივილიზებული სამყარო არასდროს ცნობს რუსეთის ნაწილად. ეს ტერიტორიები აუცილებლად დაუბრუნდება მათ კანონიერ მფლობელს - უკრაინელ ხალხს.


ამ დანაშაულს ვერანაირი „საარჩევნო ღონისძიება“ ვერ გადაფარავს და ვერც ხანდაზმულობის ვადა ვერ ექნება. ეს დანაშაული თავისი ამორალურობით ჰიტლერის პლებისციტებს უტოლდება. რუსული პროპაგანდის სამარცხვინო კადრები ოკუპირებული ტერიტორიების "ბედნიერი მაცხოვრებლების" შესახებ, რომელთაც დამპყრობლებმა ნათესავები და ახლობლები დაუხოცეს, სახლები დაუნგრიეს და ყველაფერი ის, რაც მათ სამყაროს ქმნიდა გაუნადგურეს, ჰიტლერის ახალი ამბების აბსოლუტური ასლია, რომელიც იმ "მადლიერ გლეხებს" წარმოაჩენდა, რომლებსაც 80 წელზე მეტი ხნის წინ მონურ შრომას აიძულებდნენ.


ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიოს გაიხსენოს, ვინ დაინიშნა ამ „არჩევნების“ გამარჯვებულად, იქამდე ბევრად ადრე, ვიდრე ეს „არჩევნების“ დაიწყებოდა. ეს არის ის პირი, რომელიც მძიმე დანაშაულებში საფუძვლიანადაა ბრალდებული. სწორედ მის დასაპატიმრებლად გასცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაკავების ორდერი.


გახსოვდეთ, რომ იმ რეჟიმის მსხვერპლთა შორის, რომელსაც ეს პირი ხელმძღვანელობს, ჩვენი და თქვენი თანამორწმუნეები არიან: ქრისტიანები, მუსლიმები, ებრაელები; სასულიერო პირები და ცოცხალი რწმენის ჩვეულებრივი ადამიანები; ისინი ვინც, მხოლოდ საკუთარი რელიგიური რწმენის გამო იდევნებოდნენ და ვისაც არ სურდათ ბოროტებასთან შეგუება.


ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ძმებსა და დებს მთელ მსოფლიოში, მიმართონ თავიანთ მთავრობებს, რომ რუსული რეჟიმი უპირობოდ დაგმონ. ნუ იქნებით ნეიტრალურად განწყობილი იმ რეჟიმის მიმართ, რომელიც მსოფლიოს სიმშვიდის დარღვევას ცდილობს და მთელი კაცობრიობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group