GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს განცხადება

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო კატეგორიულად ეწინააღმდეგება და გმობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა ინიციირებას, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

 

წარმოდგენილი კანონპროექტი მძიმე დარტყმას აყენებს და აკნინებს სამოქალაქო საზოგადოების როლს, ადამიანის უფლებების პრაქტიკულ დაცვასა და დაცვის მექანიზმებს, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარების შესაძლებლობებს, საზოგადოებაში კულტურული და სოციალური პასუხისმგებლობის სრულფასოვან რეალიზაციას.

 

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ამ კანონპროექტის ამოქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს მრავალწლიან მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, მიზანს, რომლისკენაც ათწლეულების განმავლობაში საქართველო მხურვალედ მიისწრაფვის. ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა არ არის მხოლოდ ეროვნული მისწრაფება, არამედ კონსტიტუციური ვალდებულება, რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა.

 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება დამანგრეველი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის! ისევე როგორც შარშან, ახლაც, ანალოგიურად, ვაცხადებთ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროექტი ან რაიმე მსგავსი ინიციატივა, არ იქცეს კანონად! მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა!

 

1. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)

2. წითელი ხიდი

3. სოლიდარობის მოძრაობა

4. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

5. საქართველოს აზერბაიჯანელთა ახალგაზრდული კავშირი

6.  მშვიდობის ფონდი

7. საქართველოს უდიები

8. ღია საზღვრები

9. სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა

10. დემოკრატიისა და ინტეგრაციის რესურსები

11. ასოციაცია უდი

12. სათემო კავშირი პანკისის კეთილდღეობისთვის

13. ალიქ მედია

 

ხელმოწერები გრძელდება

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group