GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ცხოვრება სიმართლით - ვაცლავ ჰაველის წარსული და აწმყო

ბაქარ ბერეკაშვილი


ვაცლავ ჰაველზე, ყოფილ დისიდენტსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტზე, ხშირად ამბობენ  - მან შეძლო კაცობრიობისთვის დაემტკიცებინა, რომ იდეალისტსაც შეუძლია წარმატებით შეასხას ხორცი თავის იდეალებს, თუკი სჯერა იმ იდეალებისა, რისთვისაც იბრძვისო. ჰაველმა ისიც დაამტკიცა, რომ პოლიტიკოსი შეიძლება იყოს მორალისტი, თანაც არა ისეთი, თანამედროვე რეალური პოლიტიკის ან, გნებავთ, გეოპოლიტიკური დოქტრინების მამებს რომ წარმოუდგენიათ.

ჩემი პატრიარქი - გრიგილ ფერაძე

ბექა მინდიაშვილი


"მოქალაქეობა არის ბრძოლა თავის წრესთან, თავის თავთან. მოქალაქეობა მოითხოვს შეგნებას, პატიოსნებას, ფიქრს, მხნეობას, ჭკუას; მოქალაქეობა მოითხოვს ნათლიანთვალით საგნების დანახვას, წინდახედულებას, აუჩქარებლობას, სიმდაბლეს, რომელიც არაა მონის მაჩვენებელი, არამედ განათლებულ ადამიანის, სხვის აზრის გაგონებას და ადამიანში ადამიანის ძებნას და დაფასებას... მოქალაქეობა არის მსხვერპლის გაღება. თვისი საკუთარი თავის დაწვა სხვისთვის გასანათლებლად".
არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე.

გიორგი მთაწმინდელი - ეკლესიოლოგი, კულტურტრეგერი და რეფორმატორი

ნუგზარ პაპუაშვილი


საქართველოს ეკლესიის იმ წმინდანთა შორის, რომელთა სიტყვამ, საქმემ და სახელმა საყოველთაო ინტერესი და რეზონანსი გამოიწვია, ერთ-ერთ პირველ ადგილზე გიორგი მთაწმინდელი, ანუ ათონელი, დგას (1009-1065). ჩვენს ხელთაა ვრცელი აგიოგრაფიული მოთხრობა ,,ცხოვრება და მოქალაქობა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა გიორგი მთაწმინდელისა", რომელსაც, სპეციალისტების შეფასებით, მსოფლიო აგიოგრაფიულ ლიტერატურაში ბადალი ძნელად მოეპოვება როგორც საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, ისე ფაქტობრივი მასალის სიმდიდრით, ობიექტურობით და მხატვრულობით. 

ოსკარ რომერო - სალვადორის მთავარეპისკოპოსი

დავით თინიკაშვილი


“ეს წმინდა წირვა, ეს ევქარისტია რწმენის აქტია: ქრისტიანული რწმენით, თითქოს დიატრიბას ხმა უფლის სხეულად გარდაიქმნება, რომელიც ქვეყნის ხსნას შეეწირა, ბარძიმის ღვინო კი - სისხლად. ეს მსხვერპლშეწირული სხეული და კაცთათვის დაღვრილი სისხლი თითქოს გვიბიძგებს, იესოსთან ერთად ჩვენც გავიღოთ ჩვენი სხეული და სისხლი, მაგრამ არა ჩვენივე თავისთვის, არამედ ჩვენი ხალხის მშვიდობისა და სამართლისთვის”. ამ დროს “საღვთო განგების” საავადმყოფოს სამლოცველოს დასავლეთი მხრიდან სროლის ხმა გაისმა. აქ, ღარიბთა და უმწეოთა გვერდით, სან სალვადორის მთავარეპისკოპოსი იმ დღიდან იჯდა, რაც ახალი საეპისკოპოსო რეზიდეენციის აშენებაზე მთავრობას უარი განუცხადა. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები.

პასტორი მარტინ ნიიმიოლერი

დავით თინიკაშვილი


პასტორი მარტინ ნიიმიოლერი: 
“როცა ნაცისტები კომუნისტებს მიადგნენ...”
“არის ჰიტლერი დიდი ადამიანი?”- ჰკითხა ნიმიოლერს მეუღლემ. პასტორმა ასე უპასუხა: “ის დიდი მშიშარაა”. შემდეგ ცოლი გააფრთხილა, რომ ჰიტლერის დავალებით უთვალთვალებენ, რადგან ერთ-ერთ საჯარო შეკრებაზე ფიურერი გააკრიტიკა. რამდენიმე დღის შემდეგ ნიმიოლერის სახლი აფეთქდა... მეგობრებმა ურჩიეს მას ოჯახთან ერთად შვედეთში, ნეიტრალურ ქვეყანაში, გახიზნულიყო და დახმარებაც შესთავაზეს. მან თავაზიანად უარყო ეს შეთავაზება.



იანუშ კორჩაკი

თათია მებაღიშვილი 


ჰენრიკ გოლდშმიტი, ცნობილი მისი ფსევდონიმით – იანუშ კორჩაკი, დაიბადა ვარშავაში, ასიმილირებულ ოჯახში. მამა ებრაელი ჰყავდა, იურისტი, რომელიც იუდაიზმის შესახებ პოლონურად წერდა, ხოლო ბაბუა, განათლებული ებრაელი ექიმი, ებრაულ საავადმყოფოში მსახურობდა. მიუხედავად ამისა ჰენრიკ გოლდშმიტმა არც ებრაული ენა იცოდა, არც იდიში. მას ძალიან ცოტას თუ ესაუბრებოდნენ თავისი ებრაული წარმოშობის შესახებ. მან პოლონური აღზრდა და ბრწყინვალე განათლება მიიღო, რამაც მისი ნამდვილ პატრიოტად ჩამოყალიბება განაპირობა. იგი რამდენიმე ცნობილი წიგნის ავტორია, მათ შორის “როგორ გვიყვარდეს ბავშვი” და “ბავშვის უფლება – პატივისცემით ეპყრობოდე მას”, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს თანამედროვე ჰუმანურ პრინციპებზე დაფუძნებული პედაგოგიკის ჩამოყალიბებაში.

ეპისკოპოსი გაბრიელი სარწმუნოებისა და მოქალაქეობის შესახებ

ნუგზარ პაპუაშვილი


იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელს (ერისკაცობაში გერასიმე ქიქოძე; 1825-1896) დიდების შარავანდი სიცოცხლეშიც მოსავდა და სიკვდილის შემდეგაც, თუმცა კრიტიკის ქარცეცხლიც არ დაკლებია არც მტრისგან და არც მოკეთისაგან. იმდენად დიდი და ცხადი იყო მისი დამსახურება არამარტო საკუთრივ ეკლესიისა და სარწმუნოების, არამედ სახალხო განათლებისა და მეცნიერების წინაშეც, რომ ამ ფაქტის მიჩქმალვას ათეისტურ-კომუნისტური რეჟიმი ვერ ახერხებდა.

ბერნჰარდ ჰერინგი  მღვდელი და თეოლოგი

მერაბ ღაღანიძე


იმ დღეებში, 1998 წლის ზაფხულში, მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიური თუ არარელიგიური პერიოდული გამოცემა ჯერ კიდევ თავიანთ პირველ გამოხმაურებებს ბეჭდავდა მამა ბერნჰარდ ჰერინგის ავტობიოგრაფიული წიგნის გამო,- რომლის სახელწოდებაა “თავისუფალი და ერთგული: ჩემი ცხოვრება კათოლიკე ეკლესიაში”, - როცა გამოქვეყნდა ცნობა, რომ 86 წლის ცნობილი გერმანელი თეოლოგი და რედემპტორისტი მღვდელი ბავარიაში გარდაიცვალა. 

ანა პოლიტკოვსკია - ჟურნალისტი, როგორც მეომარი

ნინო ბექიშვილი


2006 წლის 7 ოქტომბერს, მოსკოვში, საკუთარ სადარბაზოში მოკლეს რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია. შაბათი დღე იყო, ანა მაღაზიიდან შინ პროდუქტებით დატვირთული დაბრუნდა, ლიფტში შევიდა, ბარგის ნაწილი სახლის კართან დატოვა და როცა დარჩენილი პაკეტების ასატანად ბრუნდებოდა, სწორედ იმ დროს ესროლეს. სახლის სადარბაზოში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა მკვლელი, კაპიუშონდახურული, გამხდარი ახალგაზრდა მამაკაცი. 
      

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group