 |
|
|


გერმანელები საქართველოში

|
|

შობის დღესასწაული საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დამდეგ შობას ულოცავს - სიკეთეს, წინსვლას ჯანმრთელობასა და მშვიდობას უსურვებს, საქართველოში მყოფ ყველა იმ ქრისტიანს, ვინც შობას დასავლური კალენდრის მიხედვით, 25 დეკემბერს აღნიშნავს.

ხანუქას დღესასწაული სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ ებრაულ თემს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს, რომელიც 24 დეკემბერს დაიწყო და რვა დღე გაგრძელდება. ეს არის განახლების, სიკეთის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაული. ამ დღეებში ებრაელები ყოველ დღე სანთელს ან წმინდა ზეთს ანთებენ.

ტოლერანტობის ცენტრის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2016 წლის 14-16 დეკემბერს ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომლები ბექა მინდიაშვილი, მარიამ ღავთაძე და ნინო ცინცაძე სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანი იყო სამცხე-ჯავახეთში რელიგიის თავისუფლების, ინტეგრაციის ხარისხის და ტოლერანტობის კულტურის თვალსაზრისით არსებული სიტუაციის შესწავლა და გაანალიზება.

აიდა ეზიდის მილოცვა საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს აიდა ეზიდის დღესასწაულს ულოცავს და მათ მშვიდობას, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას უსურვებს. აიდა ეზიდი ერთ-ერთი გამორჩეული ეზიდური დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის დეკემბერში აღინიშნება.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრის ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს, რომელსაც სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ასევე რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

რელიგიათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა 2016 წლის 3 ნოემბერს, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი 2016 წლის ტოლერანტობის ქომაგების კანდიდატების გამოვლენა იყო. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეები ნათია კაციტაძე და ეკა სხილაძე.
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა 2016 წლის 27-29 ოქტომბერს, კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
იომ-ქიფურის მილოცვა იომ-ქიფური - „მიტევების დღე“, „გამოსყიდვის დღე“ - იუდაიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა დღესასწაულია. ამ დღესასწაულის უმთავრესი მიზანი განვლილი წლის გაანალიზება და დანაშაულის მონანიებაა. ყოველ შემოდგომაზე, როშ ჰაშანას გასვლიდან მეათე დღეს, ყველა ებრაელი ყოველგვარ საქმიანობას აჩერებს და მარხულობს.
|
|
|
|
|
| | | |

ჟურნალი სოლიდარობა 
ეთნოსები საქართველოში 
რელიგიები საქართველოში
დამდეგი დღესასწაული
ებრაული,
13 დეკემბერი
ხანუქა
| |
|
|
 |
ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით |
 |
Created By Intellcom Group |
|