GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ტავაფა ეზიდი - ეზიდთა ტაძრის დღესასწაული 

11 ივნისს, თბილისში ეზიდთა ტაძრის დღესასწაული - ტავაფა ეზიდი იზეიმეს. ეზიდთა ტაძარი, რომელიც ერთადერთია პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ტერიტორიაზე, 2012 წელს დაარსდა ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ. მშენებლობა დაიწყო 2013 წლის გაზაფხულზე და ორი წელი გაგრძელდა. 2015 წლის 16 ივნისს ჩატარდა ტაძრის საზეიმო გახსნა.

შავოუთის დღესასწაული 

31 მაისს ებრაელები შავოუთს - ღმერთის მიერ სინას მთაზე ებრაელი ხალხისათვის თორის გადაცემის დღესასწაულს აღნიშნავენ. ღმერთისგან მიცემულ მარადიულ აღთქმასთან დაკავშირებულ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულზე, სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ ებრაულ თემს მშვიდობას, კეთილდღეობას და სიხარულს უსურვებს.

რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციების პრეზენტაცია 

2017 წლის 15 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველმა უმასპინძლა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციების პრეზენტაციას. რელიგიათა საბჭოს წევრები რეკომენდაციებზე, რომელთა ადრესატები სახელმწიფო უწყებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და მედიაორგანიზაციები არიან, 2016-2017 წლების მანძილზე მუშაობდნენ.

რელიგიათა საბჭოს ანალიტიკური ჯგუფის ვიზიტი ქუთაისსა და ბათუმში 

2017 წლის, 10-12 მაისს რელიგიათა საბჭოს ანალიტიკური ჯგუფის წევრები და ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომლები ქუთაისის და ბათუმის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს შეხვდნენ, ამ ქალაქებში რელიგიური გაერთიანებების წინაშე არსებული გამოწვევების ადგილზე შესასწავლად.

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა კონსტიტუციის პროექტის განსახილველად 

2017 წლის, 27 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი მიზანი რელიგიის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტში გათვალისწინებულ ცვლილებებზე მსჯელობა იყო.

სახალხო დამცველის მილოცვა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს - საქართველოს მართლმადიდებელი, სომეხთა სამოციქულო, კათოლიკე და პროტესტანტული ეკლესიების მრევლსა და სასულიერო პირებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. 

სახალხო დამცველი ქართველ ებრაელებს პასექის დღესასწაულს ულოცავს 

1 აპრილს დიდი ებრაული დღესასწაული ფესახი (პასექი) იწყება. ფესახი უფლის მიერ ებრაელების ეგვიპტელთა მონობიდან გამოხსნას უკავშირდება. ამ დღეს მორწმუნეები ფიზიკური და სულიერი გადარჩენის ნიშნად უფლისგან მოსულ ხსნას ზეიმობენ და იერუსალიმის ტაძარს მოილოცავენ.

სახალხო დამცველის განცხადება ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით 

21 მარტს, მრავალი სხვა ქვეყანის მსგავსად, ნოვრუზ ბაირამი საქართველოშიც აღინიშნება. საქართველოს სახალხო დამცველი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ნოვრუზის სახალხო დღესასწაულს ულოცავს და იზიარებს იმ სიხარულს, რომელიც ნოვრუზ ბაირამის დადგომას უკავშირდება.

კლოჩე სარე სალეს მილოცვა 

საქართველოს სახალხო დამცველი ეზიდურ თემს საქართველოში კლოჩე სარე სალეს - განახლების, გაზაფხულის, ახალი სიცოცხლის დღესასწაულს ულოცავს და მხნეობასა და კეთილდღეობას უსურვებს. ამ დღესასწაულს ეზიდები ორი დღის მანძილზე სხვადასხვა ტრადიციული საოჯახო და სახალხო რიტუალებით აღნიშნავენ.

ვიქტორინა „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“ სამცხე-ჯავახეთში 

2017 წლის 11 მარტს, ახალციხეში ჩატარდა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ვიქტორინა „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ქრისტიანული, 25 დეკემბერი

შობა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group