2016 წლის 26 სექტემბერს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომლები და ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების წევრები სახალხო დამცველის ოფისში უკრაინიდან, ერაყიდან და სირიიდან ლტოლვილებს შეხვდნენ.
2016 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები სახელმწიფო უწყებების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12 სექტემბერს ყურბან–ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო. საქართველოს სახალხო დამცველი მუსლიმ თანამოქალაქეებს ამ დიდ დღესასწაულს ულოცავს და მშვიდობასა და ბედნიერებას უსურვებს.
2016 წლის 29 ივლისს, ბათუმში ჩატარდა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ვიქტორინა „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“.
2016 წლის 27 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეიკრიბა, რათა საბოლოოდ შეთანხმებულიყო საბჭოს დებულების განახლებუბულ ვერსიასა და სახელმწიფო უწყებებისადმი შემუშავებული რეკომენდაციების ტექსტის თაობაზე.
საქართველოს სახალხო დამცველი მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადანის დასრულების, ფითრი ბაირამის დადგომის დღესასწაულს ულოცავს და მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვეში მუჰამედს მოციქულის მისია შთააგონა და ყურანის პირველი გამოცხადება მოუვლინა.
2016 წლის 19 ივნისს სახარებისეული რწმენის (ორმოცდაათიანელთა) ეკლესიაში სულთმოფენის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო ლოცვა გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა ეკლესიების და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წარმომდგნელებიც ესწრებოდნენ.
2016 წლის 15 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს შეხვდნენ.
2016 წლის, 10 ივნისს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კახა კახიშვილი შეხვდა, სახალხო დამცველსა და სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს.
2016 წლის, 6-8 ივნისს, 2016 სასტუმრო ”ლოპოტაში” გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს გასვლითი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი.