GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველის საშობაო მილოცვა სომეხთა სამოციქულო ეკლესიისადმი 

6 იანვარს სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაულებს აღნიშნავს. საქართველოს სახალხო დამცველი ულოცავს სომეხ ხალხს ამ დიდ დღესასწაულებს და მათ მშვიდობას, კეთილდღეობას და ჯანმრთელობას უსურვებს.

სახალხო დამცველის საშობაო მილოცვა 

საქართველოს სახალხო დამცველი ქრისტეშობის დღესასწაულს ულოცავს საქართველოში არსებულ იმ ქრისტიანულ ეკლესიებს, რომლებიც ამ დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ. ამ დიდ ქრისტიანულ დღესასწაულზე ადამიანები ერთმანეთს მშვიდობას, სულიერ სიმშვიდეს და მომავლის რწმენას უსურვებენ. 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 

2015 წლის 13  ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები.

სახალხო დამცველის მილოცვა რამადანის დაწყებასთან დაკავშირებით 

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმური აღმსარებლობის ადამინებს რამადანის თვის დაწყებას ულოცავს და მათ სიხარულს, ბედნიერებასა და კეთილდღეობას უსურვებს.

ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა თბილისის საკრებულოს წევრებთან 

2015 წლის 4 ივნისს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წვრები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ დეპუტატებს  შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა და სამომავლო გეგმების დასახვა იყო.

იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო სამმართველოს (ნიუ-იორკი, აშშ) იურიდიული დეპარტამენტის 

2015 წლის 2 ივნისს იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო სამმართველოს (ნიუ-იორკი, აშშ) იურიდიული დეპარტამენტის ადვოკატი, ანდრე კარბონო საქართველოს სახალხო დამცველის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის და ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

გენდერული თანასწორობა და რელიგიის როლი 

2015 წლის 22 აპრილს სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრისა და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ ამერიკის ბაპტისტ ქალთა წარმომადგენლობის  დირექტორი პატრიცია ჰერმანდესი და აღმასრულებელი დირექტორი ვირჯინია ჰოლმსტრომი, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ ბაპტისტური ეკლესეიბის გაერთიანების სხვა წარმომადგენლებიც.

ქრისტე აღსდგა! 

ყველა ქრისტიანს, ვინც დღეს ზეიმობს ქრისტიანობის ამ უდიდეს დღესასწაულს, მინდა მივულოცო ბრწყინვალე მკვდრეთით აღდგომა უფლისა იესო ქრისტესი. გულითადად მინდა შევუერთდე ქრისტეს აღდგომის საერთო ქრისტიანულ სიხარულს და თითოეულ თქვენგანს გისურვოთ დაუსრულებელი სწრაფვა სიხარულისა და ბედნიერებისკენ!

სახალხო დამცველის მილოცვა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 

საქართველოს სახალხო დამცველი აღდგომის დღესასწაულს ულოცავს საქართველოში მცხოვრებ კათოლიკე, ლუთერულ და სომეხთა სამოციქულო ეკლესიების მრევლს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომას დასავლური კალენდრის მიხედვით ზეიმობს; უსურვებს მათ იმედს, რწმენას, სიყვარულსა და ულევ სიხარულს.

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის 10 წლისთავი 

2015 წლის 8 აპრილს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group