სიძულვილის ენა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა მიმართ, ასევე ლგბტ პირების წინააღმდეგ, კვლავ ფართოდ გავრცელებული პრობლემაა საქართველოში. ამ ჯგუფებზე ფიზიკური თავდასხმები შემაშფოთებელი სიხშირით ხდება. მუსლიმთა და იეღოვას მოწმეების რელიგიის თვისუფლება არაერთხელ შეიბღალა ადგილობრივთა ძალადობრივი პროტესტით.
2016 წლის 29 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრმა ორგანიზაციებმა მშობლიური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები.
2016 წლის 24 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამართა პროექტის შედეგებისა და დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია, რომლიც საქართველოში რელიგიურ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას ასახავდა.
2016 წლის 19 თებერვალს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წევრები სახალხო დამცველის აპარატში შეიკრიბნენ, რათა ემსჯელათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი საგნის „მე და საზოგადოება“ სასწავლო გეგმის შესახებ.
ბოლო პერიოდში მრავალი ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულმა ახალმა საგანმა, „მე და საზოგადოება“, რომელიც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, III-IV კლასებში უნდა ისწავლებოდეს.
2016 წლის 10 თებერვალს ევანგელურ-ლუთერულმა ეკლესიამ საქართველოში მარტინ ლუთერის 500 წლისთავისადმი მიძღვნილი დღეები გახსნა. ამ დღეების ფარგლებში ორგანიზებული სემინარების თემაა: „ქრისტიანული ეკლესიები, როგორც უმცირესობა და სამყაროს მარილი“.
2016 წლის 11 თებერვალს, მწერალთა სახლში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.
2016 წლის 27 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა და საერთაშორისო ფონდმა „ლეამ“ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. შეხვედრის გახსნისას სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკური უმცირესობების საბჭოების წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი სცეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთ.
საქართველოს სახალხო დამცველი ულოცავს სომეხ ხალხს და სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს სურბ სარგისის ხსენების დღეს და მათ ოჯახებს მხნეობასა და კეთილდღეობას უსურვებს.