 |
|
|


გერმანელები საქართველოში

|
|

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით დღეს 16 ნოემბერია, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. საია ყველა განსხვავებულ სოციალურ ჯგუფს ულოცავს ამ თარიღს. ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ყოველწლიურ აღნიშვნას საფუძველი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1996 წლის 51/95 რეზოლუციამ დაუდო. აღნიშნულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ტოლერანტობა წარმოადგენს გაეროს წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევის, ომის თავიდან აცილებისა და მშვიდობის შენარჩუნების საშუალებას. ტოლერანტობის პრინციპის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ავალდებულებს, ყველა პირი ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით უზრუნველყოს რასობრივი, გენდერული, ენობრივი და რელიგიური განსხვავების მიუხედავად. საქართველოს კონსტიტუცის მე-14 მუხლი კრძალავს დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიური და ეთნიკური, ასევე ისეთი ნიშნით ადამიანის დისკრიმინაციას, რომელიც კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის მოხსენიებული.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შეხვედრა ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებთან 2011 წლის 2 ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნული უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა. 2011 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და განათლების სამინისტროს შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ერთ–ერთ პუნქტი სამინისტროსა და საბჭოს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლას ითვალისწინებს. შეხვედრა, რომელზეც ღია და გულწრფელი საუბარი გაიმართა საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარ სხვადასხვა საკითხებზე, ამ მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობდა.

ეზიდთა უმაღლესი სასულიერო პირების ვიზიტი საქართველოს სახალხო დამცველთან 2011 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა უმასპინძლა ეზიდთა უმაღლეს სასულიერო პირებს ერაყიდან. დელაგაციას ხელმძღვანელობდა შეიხანის და მსოფლიო ეზიდთა ემირი, თასინ ბეგი. ეზიდთა სულიერმა ლიდერმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოში ეზიდთა თემის უფლებები და მდგომარეობა დაცულია. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს სახალხო დამცველსა და სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებების მხარდაჭერისათვის. ამ ცვლილებების შედეგად, ეზიდთა რელიგიურმა გაერთიანებამ რეგისტრაცია გაიარა. ეზიდთა უმაღლესი სასულიერო პირების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს პოლიტიკა უმცირესობათა მიმართ სამაგალითო უნდა გახდეს იმ ქვეყნებისათვის, სადაც ეზიდები ცხოვრობენ.

მემორანდუმი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 2011 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველს, მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა. მემორანდუმის მიზანია სისტემური გახადოს უწყებებს შორის ურთიერთობა; ხელი შეუწყოს სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას. მემორანდუმის გაფორმება გათვალისწინებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ 2009 წლის 8 მაისს მიღებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციითა და ხუთწლიანი სამოქმედო გეგმით. გეგმის განხორციელებისა და შესრულების მონიტორინგში ჩაერთვება სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო და შესაბამისად საქართველოს ეროვნული უმცირესობები. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა, ანა ქებაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”.

რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში 2011 წლის 12 ოქტომბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში”.
მრგვალი მაგიდა ორგანიზებული იყო რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღნდეგ ევროპული კომისიის (ECRI) და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის თავმჯდომარე ნილს მუჟნიეკსი, საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ჯეიმი მაქგოლდრიკი. |
|
|
|
|
| | | |

ჟურნალი სოლიდარობა 
ეთნოსები საქართველოში 
რელიგიები საქართველოში
დამდეგი დღესასწაული
ებრაული,
13 დეკემბერი
ხანუქა
| |
|
|
 |
ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით |
 |
Created By Intellcom Group |
|