GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 

2014 წლის 23 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო, კამპანია „არა ფობიას“ ფარგლებში, ამ კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული და მთავრობის  მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების განხილვა, რომელიც შუღლის გაღვივების მიზნით მოწოდების დასჯას ისახავს მიზნად.

ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის დაჯილდოება 

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, მალხაზ სონღულაშვილი  შაბაზ ბჰათის ყოველწლიური თავისუფლების ორდენით დაჯილდოვდა, “მისი დაუღალავი შრომისთვის მშვიდობიანი და შერიგებული მსოფლიოს შენების საქმეში.”

ოსლოს კოალიციის წარმომადგენლების შეხვედრა რელიგიათა საბჭოსთან 

2015 წლის, 13 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში რელიგიათა საბჭოს წევრებს შეხვდნენ ოსლოს კოალიციის წარმომადგენელი, დაგ ნიგარდი და საერთსშორისო სამართლისა და რელიგიების საკითხების ექსპერტი, ჯერემი განი. საქართველოში მათი ვიზიტის მიზანი იყო რელიგიის თავისუფლების საკითხების შესწავლა

რელიგიათა საბჭოს განცხადება პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტის შესახებ 

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები, გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას პარიზში, ჟურნალ „შარლი ებდო“-ზე განხორციელებლი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო, ვუსამძიმრებთ და სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს და ამ ტრაგედიით შეძრულ ყველა ადამიანს.

სახალხო დამცველი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს შობის დღესასწაულს ულოცავს 

ძვირფასო თანამოქალაქეებო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წევრებო, გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტეს შობა განსაკუთრებული და გამორჩეული ქრისტიანული დღესასწაულია. დაე, ეს დღე ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისათვის სიხარულის, მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი. მრავალ შობა-ახალ წელს დავსწრებოდეთ ძლიერ, განვითარებულ და თავისუფალ საქართველოში.

სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს 

საქართველოს სახალხო დამცველი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომას ულოცავს, რომელსაც სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია 6 იანვარს აღნიშნავს.

25 დეკემბრის საშობაო მილოცვა 

მსოფლიოს ქრისტიანული ეკლესიების ნაწილი იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს. ეს დღე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულია და განსაკუთრებული საოჯახო ტრადიციებითაა აღსავსე. მინდა ჩვენს თანამემამულე და საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანსა, ვინც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, ეს დღე მივულოცო და მათ მშვიდობა, კეთილდღეობა და სიხარული ვუსურვო.

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები 

2014 წლის 22 დეკემბერს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", საქართველს სახალხო დამცველმა გამართა პრეზენტაცია, რომელზეც წარმოდგენილი იყო სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები. მონიტორინგის ანგარიში მოიცავს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასებას და ეროვნული უმცირესობების საბჭოს რეკომენდაციებს.

აიდა ეზიდის მილოცვა 

დღეს ეზიდთა ერთ-ერთი მთავარი დღესასწაული, აიდა ეზიდია. საქართველოს სახალხო დამცველი ულოცავს საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს ამ დღესასწაულს და მათ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას უსურვებს.

ვიქტორინა 2014 - „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“ 

2014 წლის 16 დეკემბერს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუში“  ჩატარდა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ვიქტორინა „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“. უკვე ტრადიციად ქცეული ვიქტორინის მიზანია სკოლის მოსწავლეთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ტოლერანტული გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group