GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველის მილოცვა მუსლიმებისადმი ყურბან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით 

დღეს, 4 ოქტომბერს ყურბან–ბაირამის დღესასწაული დაიწყო. ჩვენს მუსლიმ მოქალაქეებს, ტრადიციისამებრ, ვულოცავ ყურბან-ბაირამის დადგომას, ვუსურვებ ბედნიერებას, მშვიდობასა და სიხარულს, მაგრამ, ამასთან ერთად,  თანადგომას ვპირდები იმ გამოწვევების დაძლევის საქმეშიც, რასაც საქართველოში მცხოვრები ჩვენი მუსლიმი დები და ძმები აწყდებიან!

როშ ჰაშანას დღესასწაულის მილოცვა 

ებრაული თემი როშ ჰაშანას, ახალი წლის დადგომის დღესასწულის ზეიმს იწყებს. იუდაური ტრადიციის მიხედვით, ამ დღეებში ფასდება ადამიანის განვლილი წელი და განისაზღვრება მისი მომავალი. ამ დროს გავრცელებული ჩვეულებაა ახალი წლის წინა დღეს ერთმანეთისათვის მისალოცი ბარათების  “ლეშანა ტოვა-ს” გაგზავნა. 

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება სურბ მინასის ტაძრის დაზიანებასთან დაკავშირებით 

2014 წლის 19 სექტემბერს, თბილისში მე 18-ე საუკუნის მიწურულს აგებული  სურბ მინასის ეკლესიის სახურავი ჩამოინგრა. ეკლესია გელათის ქუჩა №13–ში მდებარეობს.

ქურთული კულტურის დღეები 

2014 წლის 21 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქურთული კულტურის დღეები გაიმართა. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს ქურთთა ახალგაზრდობის კავშირის მიერ და იგი ეძღვნებოდა 1914-1919 წლებში ოსმალეთის იმპერიიდან ქურთი-იეზიდების საქართველოში გადასახლებას.

სურბ მინასის ეკლესიის გუმბათი ჩამოინგრა 

2014 წლის 19 სექტემბერს, თბილისში, გელათის ქუჩაზე მდებარე სომხური წარმოშობის სურბ მინასის სახელობის ეკლესიის გუმბათი ჩამოინგრა. ეს უკვე მესამე სომხური წარმომავლობის ეკლესიაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ზიანდება. 2009 წელს ჩამოიქცა სურბ გევორგის ეკლესის გუმბათი და კედლები, 2012 წელს ჩამოინგრა სურბ ნშანის ეკლესიის სვეტი და შესასვლელი.

სემინარი ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთვის ევროინტეგრაციის და სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის აქტივობების შესახებ 

18 სექტემბერს უმცირესობათა საკითხების ევროპულმა ცენტრმა (ECMI), საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით, ეროვნული უმცირესობათა საბჭოსთვის სემინარი გამართა. სემინარი სამ ძირითად მიზანს ემსახურებოდა:

სახალხო დამცველის განცხადება ქობულეთში მუსლიმების წინააღმდეგ რელიგიური შეუწყნარებლობის მორიგი ფაქტის შესახებ 

ქობულეთში მიმდინარე მოვლენები რელიგიური შეუწყნარებლობის განსაკუთრებით საგანგაშო გამოხატულებაა. მუსლიმ მოქალაქეებს ეზღუდებათ რელიგიის და გადაადგილების თავისუფლება, ილახება მათი პატივი და ღირსება. პანსიონში სწავლისა და ცხოვრების მსურველ ბავშვებს ეზღუდებათ საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული ბავშვის ძირითადი უფლებები, მათ შორის განათლების  უფლება და რელიგიის თავისუფლება.

სახალხო დამცველის განცხადება ქობულეთის ინციდენტთან დაკავშირებით 

2014 წლის 10 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ლერმონტოვის ქუჩა N13-ში მდებარე მუსლიმთა სასულიერო სასწავლებლთან  (მედრესი) მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაიწყო.

მედიაკონკურსი 

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის თემაზე - "ტოლერანტობა და მრავალფეროვნება". კონკურსის ორგანიზატორია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი. კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ 2014 წლის 01 იანვრიდან 30 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე პერიოდულ (ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური) გაზეთში, ჟურნალში ან ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული ქართულენოვანი სტატია, რომელიც უნდა უკავშირდებოდეს შემდეგ თემატიკას:

რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის საკითხები საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში განიხილეს 

2014 წლის 7-14 ივლისს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 111-ე სესიის სხდომებზე განიხილებოდა საქართველოს ანგარიში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის განხორციელების თაობაზე. იხ: http://armenianchurch.ge/ka/siakhleebi/34-news/760-geneva 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group