GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღე 

2014 წლის, 27 იანვარს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და საერთაშორისო ფონდ „ლეას“ მიერ ორგანიზებული   ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის სიტყვა ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 

დღეს, 27 იანვარს, მსოფლიო ნაცისტური რეჟიმის მიერ მეორე მსოფლიო ომში  6 მილიონამდე ებრაელის, ასევე ბოშების, პოლონელების, ფსიქიკური პრობლემებისა და შეზღუდული შესაძლებლობის, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის  მქონე ადამინიების, იეჰოვას მოწმეებისა და სამხედრო ტყვეების  მსხვერპლსა და მილიონობით ადამიანის დევნისა და წამების შემზარავ ამბავს იხსენებს.

ეკუმენური ლოცვა 

2014 წლის 24 იანვარს სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში ტრადიციული ეკუმენური ლოცვა გაიმართა, რომელშიც კათოლიკე, ევანგელურ-ლუთერული და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიები მონაწილეობდნენ. ქრისტიანთა ერთობის აღსანიშნავად გამართულ ეკუმენურ ლოცვას ათწლეულზე მეტი ხნის ტრადიცია აქვს საქართველოში.

ნილს მუჟნიეკსის შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებთან 

2014 წლის, 20 იანვარს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ნილს მუჟნიეკსი საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ბატონ პაატა ზაქარეიშვილთან 

2013 წლის 23 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს შეხვედრა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ბატონ პაატა ზაქარეიშვილთან. შეხვედრას ესწრებოდა სახალხო დამცველი ბატონი უჩა ნანუაშვილი.

ტრენინგი ჟურნალისტებისთვის ”ტოლერანტობის კულტურა და მედია” 

2013 წლის 21-23 დეკემბერს, სასტუმრო ბაზალეთში, სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა  ჩაატარა ტრენინგი ჟურნალისტებისათვის ”ტოლერანტობის კულტურა და მედია”. ტრენინგი ჩატარდა USAID-ის მიერ დაფინანსებული, გაეროს ასოციაციის პროექტის ”ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში.

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა 

2013 წლის 17 დეკემბერს, სასტუმრო რედისონ ბლუში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამართა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. კანონპროექტზე სამსჯელოდ იუსტიციის სამინისტრომ მოიწვია რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების საბჭოების წევრები, შშმ პირების, გენდერისა და ლგბტ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კანონპროექტის განხილვას ფასილიტაციას უწევდა იუსტიციის მინისტრი ქალბატონი, თეა წულუკიანი მოადგილეებთან ერთად.

სახალხო დამცველი ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება 

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველჰყოს ეფექტური გამოძიება - ზუგდიდის სოფელ ზედაეწერში იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზისთვის ცეცხლის გახსნაში დამნაშავე პირთა გამოსავლენად. საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაძლო რელიგიური დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ქმედება ყოველმხრივ, სწრაფად და ეფექტურად უნდა გამოიძიოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი სახის დანაშაულის განმეორება.

ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო ყაზბეგში 

2013 წლის 19-21 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრს და ეროვნულ უმცირესობების საბჭოს ქონდა გასვლითი შეხვედრა დაბა ყაზბეგში. ამ დღეების მანძილზე ორგანიზაცია ”პარტნიორები - საქართველო” წევრებმა ჩაატარეს ტრენინგი ”გუნდი და გუნდური მუშაობა”. ტრენინგები ჩატარდა საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტის ”ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საქართველოში 

2013 წლის 15  ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას  უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ პაატა ბელთაძემ გახსნა. სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირეტორის მოადგილე როი პლაკნეტი.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group