|


გერმანელები საქართველოში

|
|

ვაცლავ ჰაველი 2011 წლის 18 დეკემბერს გარდაიცვალა ჩეხი პოლიტიკოსი; ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი. ჰაველი ცნობილი დოკუმენტის – „პრაღის დეკლარაცია ევროპის ნებისა და კომუნიზმის შესახებ" ავტორია. იგი ევროპაში კომუნისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი დისიდენტია.
„ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად ჰაველი პრეზიდენტი გახდა. ამ თანამდებობაზე ჰაველმა ჯერ ჩეხოსლოვაკია შემეგ კი ჩეხეთი მრავალპარტიულ დემოკრატიად აქცია. მისი მმართველობის 13 წელიწადში, ქვეყანამ რადიკალური ცვლილება განიცადა – გახდა ნატოს წევრი და დაიწყო ევროპის კავშირის წევრობაზე დიალოგი, რაც 2004 წელს, ჰაველის თანამდებობიდან წასვლის წლისთავზე, ჩეხეთის ევროკავშირში გაწევრიანებით დასრულდა.

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამოცემები 2011 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ 2010–2011 წლებში გამოცემული წიგნების პრეზენტაცია.
სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტმა ბოლო წლების მანძილზე შემდეგი წიგნები მოამზადა, თარგმნა და გამოსცა:

ბილინგვური განათლება 2011 წლის 12 დეკემბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროექტის “ბილინგვური განათლების გზით ეთნიკური უმცირესობების საგანმანათლებლო უფლებების დაცვა” შედეგების პრეზენტაცია. პროექტი 2009 წლის დეკემბერში დაიწყო ევროკავშირის პროგრამის - ევროპული ინსტრუმენტი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის (EIDHR) ფარგლებში.

საინტოლოგიური ეკლესიის იუბილე 2011 წლის, 11 დეკემბერს საინტოლოგიურმა ეკლესიამ საქართველოში თავისის არსებობის 2 წლისთავი აღნიშნა. ამ თარიღს საინტოლოგიური ეკლესია მათი დამფუძნებლის, ლ. რონ ჰაბარდის, ქართულ ენაზე გამოცემული 9 წიგნით შეხვდა, მათ შორის, ქართულად ითარგმნა და გამოიცა „დიანეტიკაც“. წელს საინტოლოგიური ეკლესია ლ. რონ ჰაბარდის დაბადების 100 წლისთავსაც ზეიმობს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისში იმყოფებოდა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში საინტოლოგთა ეკლესიის წარმომადგენელი ნინა დე კასტრო.

რუკა- ”მულტიკულტურული საქართველო” 2011 წლის 2 დეკემბერს, საერთო-სამოქალაქო მოძრაობამ “მრავალეროვანმა საქართველომ” გამართა, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსა და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული, რუკის - “მულტიკულტურული საქართველო” პრეზენტაცია, რომელზეც დატანილია საქართველოში ისტორიულად მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის კულტურული, ისტორიული და არქიტექტორული ძეგლები; უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენები და ბრძოლები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს მონაწილეობით; ხელოვნების ნიმუშები და ტრადიციული გამოხატვის ფორმები.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 2011 – საქართველოს სახალხო დამცველის სიტყვა ძვირფასო მეგობრებო,
უპირველეს ყოვლისა, მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ტოლერანტობის საერთაშორისო დღე, რადგან ჩვენს დღევანდელ შეკრებას სწორედ ამ დღის საზეიმო ვითარებაში აღნიშვნის სურვილი უდევს საფუძვლად.
დღეს ყველას ღია, გლობალიზებულ, ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში გვიწევს ცხოვრება. ამ თვალსაზრისით, თითოეული ჩვენგანისთვის გამორჩეულ მნიშვნელობას იძენს ერებს, ეთნოსებს, რელიგიებს, კულტურებს შორის მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაარსებობა.
მსოფლიო მშვიდობა თითოეული ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია; და პირიქით, მსოფლიო ვეღარ იქნება უსაფრთხო და მშვიდობიანი, თუკი რომელიმე ერთი, თუნდაც ყველაზე მცირერიცხოვანი ქვეყნის შიგნით, ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი, კულტურული, გენდერული კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, განსხვავებული შესაძლებლობებისა თუ პოლიტიკური შეხედულებების ან რაიმე სხვა საფუძვლით, ხორციელდება ჩაგვრა და დისკრიმინაცია.
ჩვენი რეალობა ადამიანის უფლებების დაცვის განსაკუთრებულ, ვიტყოდი, უნივერსალურ პასუხისმგებლობას აკისრებს არამარტო მთავრობებს, პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, არამედ თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ მოქალაქეს. ეს პასუხისმგებლობა, სხვა დემოკრატიულ ღირებულებებთან ერთად, უმცირესობათა პატივისცემაზე, გაგებაზე, მათთან დიალოგზე, თანამონაწილეობასა და სამართლიან დამოკიდებულებაზე, მათ მხარდაჭერაზე დამყარებული ურთიერთობების ცოდნა და გამოცდილებაა.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 2011 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიება გახსნეს საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკმა. სახალხო დამცველმა მიმოიხილა 2011 წლის განმავლობაში საქართველოში ტოლერანტობის სფეროში არსებული მიღწევები და გამოწვევები. სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკმა დააჯილდოეს ჟურნალისტური კონკურსის ”ტოლერანტობა და მრავალფეროვნება” გამარჯვებულები. პირველი ადგილის მფლობელი გახდა ლელა დუმბაძე (გაზეთი „ბათუმელები“) – სტატია „რა არის ნაციონალური ფუნდამენტალიზმი“; მეორე ადგილი წილად ხვდა ლევან სუთიძეს („ტაბულა“) – სტატია „ნახევარმთვარის მოტაცება“, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გახდნენ – სალომე უგულავა და ლევან სუთიძე („ტაბულა“) – სტატია “დეპორტირებული მესხები: ფერგანამდე და უკან”. საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტისთვის პრიზი გადაეცა ახალციხის ტელეკომპანია მე–9 არხის ჟურნალისტებს: რუსუდან გვარამაძეს და სერგეი ფიდანიანს, სიუჟეტისთვის მუსლიმი მესხების შესახებ.

საქართველოს აზერბაიჯანლების სამოქალაქო ინტეგრაცია 2011 წლის 18 ნოემბერს, სასტუმრო „ვერე პალასში“ გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „საქართველოს აზერბაიჯანლების სამოქალაქო ინტეგრაცია – არსებული ვითარება და მომავლის პერსპექტივები“.
შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი მუბარის კარაევი, დეპუტატი რამინ ბაირამოვი, აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელი შოვგი მეჰდიზადე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კობა კობიაშვილი, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი ნინო ბასილაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისა და ადგილობრივი რესურს–ცენტრების წარმომადგენლები.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე - სახალხო დამცველის მიმართვა 2011 წლის 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა მიმართვა გაავრცელა.
ტოლერანტობა ყველა დიდი რელიგიური და ფილოსოფიური მოძღვრების ოქროს წესიდან იღებს სათავეს: მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გსურს, რომ მოგექცნენ. უკვე არაერთხელ ითქვა, რომ ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოს სიმდიდრეა, რომელსაც დაცვა და განვითარება სჭირდება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს უმცირესობათა და უმრავლესობის ჯგუფებს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობის დამყარებას, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და სამოქალაქო ინტეგრაციაზე ორიენტირებული პოლიტიკის, საგანმანათლებლო, ეკონომიკური, კულტურული და სამართლებრივი მიდგომების შემუშავებასა და განხორციელებას გულისხმობს. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ეფექტური დაცვა, დისკრიმინაციისა და ქსენოფობიის გამოვლინებათა წინააღმდეგ ბრძოლა, სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა, ჩემი, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებია. მაგრამ მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსებისთვის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვისაც უმნიშვნელოვანესი უნდა გახდეს ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა, უმცირესობების უფლებებით, მათ წინაშე არსებული პრობლემებით დაინტერესება. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების დემოკრატიული და ლიბერალური განვითარება.

სამოქალაქო აქტიურობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის თეატრალური ფესტივალი 2011 წლის 15 და 16 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის“ თეატრალური ფესტივალი. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სპექტაკლები შემდეგი ნაწარმოებების მიხედვით: • ჯეკ ლონდონი ,, გზების გასაყართან“ – შაუმიანში მცხოვრები სომეხი და თემში ჩასახლებული ლიახვის ხეობიდან დევნილი მოზარდების მონაწილეობით. • ოსკარ უაილდი ,,ვარსკვლავბიჭუნა“ ქ. დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლისა და მიმდებარე თემში (ჭოეთში) მცხოვრები ბოშა მოზარდების მონაწილეობით. • ო. ჰენრი „უკანასკნელი ფოთოლი“– დაბა ნასაკირალში მცხოვრები აჭარიდან ეკომიგრანტებისა და რეპატრირებული მესხი მოზარდების მონაწილეობით. • გოდერძი ჩოხელი ,,ცასწავალა“ – ბავშვთა დღის ცენტრის ,,აისი“, თბილისის N55 საჯარო სკოლის მოზარდებისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით. • იაკობ გოგებაშვილი ,,კეთილი ქვრივი“ – წყნეთის ბავშვთა სახლისა და N137 საჯარო სკოლის მოზარდების მონაწილეობით. |
|
|
|
|
| | | |

ჟურნალი სოლიდარობა 
ეთნოსები საქართველოში 
რელიგიები საქართველოში
დამდეგი დღესასწაული
ებრაული,
13 დეკემბერი
ხანუქა
| |