GEO / ENG / RUS
 
 
     

ადვენტისტთა ეკლესია საქართველოში

                                            

 

ტრენინგი ჟურნალისტებისათვის „მედია სტანდარტები და ტოლერანტობის კულტურა “ 

2016 წლის, 20-22 მაისს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებითა და სახალხო დამცველთან არსებული ადამიანის უფლებათა აკადემიის ჩართულობით, გაიმართა სემინარზე ჟურნალისტებისათვის „მედია სტანდარტები და ტოლერანტობის კულტურა “.

ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან 

2016 წლის 4 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ლია გიგაურთან და სამინისტროს შემადგენელი სხვადასხვა სსიპ-ებისა და დეპარტამენტების წარმომადგენლებთან.

შეხვედრა მსოფლიო ლუთერული ეკლესიების ვიცე-პრეზიდენტთან 

2016 წლის 8 აპრილს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს შეხვდა ვურტებერგის (შტუტგარტი) ეპისკოპოსი და მსოფლიო ლუთერული ეკლესიების ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი ოტფრიდ იული. დოქტორი იული, ამავდროულად, ეკუმენური და რელიგიათაშორისი მიმართულების ხელმძღვანელიცაა ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში.

სახალხო დამცველის სააღდგომო მილოცვა 

საქართველოს სახალხო დამცველი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, ვინც ამ დიდ დღეს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ზეიმობს. აღდგომა საყოველთაო განახლების, სიცოცხლის გამარჯვების, იმედის, რწმენისა და დიდი სიხარულის მომნიჭებელი დღესასწაულია ყველა ქრისტიანისათვის.

ბოშების დღევანდელობა საქართველოში 

2016 წლის 26 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა „ბოშების დღევანდელობა საქართველოში“.

ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებს ეუთოს უმაღლესი კომისარი ასტრიდ ტორსი შეხვდა 

2016 წლის 13 აპრილს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებს ეუთოს უმაღლესი კომისარი ასტრიდ ტორსი შეხვდა. შეხვედრას უმაღლესი კომისრის მრჩევლები მარკ ფუმაგალი და ლაურენტიუ ხადირკა ესწრებოდენენ.

რელიგიათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა 

2016 წლის 13 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო უწყებებისადმი წარსადგენი რეკომენდაციების შემუშავების თაობაზე.

სახალხო დამცველი ასურელ თანამოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს 

1 აპრილს ასურელები ახალი წლის დღესასწაულს, აკიტუ - ხა ბ-ნისანს აღნიშნავენ. 2016 წლის პირველ აპრილს, მათი კალენდრის მიხედვით, 6766 წელი დადგა. ეს დღესასწაული სათავეს  შუამდინარული ტრადიციებიდან იღებს


სამუშაო შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფებთან ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით 

ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობა, დღეს ცესკოში გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს პროექტი წარუდგინა, 

 
 
სახალხო დამცველის სააღდგომო მილოცვა 
27 მარტს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, კათოლოკე, ევანგელურ-ლუთერული და სხვა დასავლური კალენდრის მიმდევარი ეკლესიები აღდგომას ზეიმობენ. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრები ამ ეკლესიების მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს და მათ მხნეობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

მუსლიმური, 18 ივნისი

რამადანის დაწყება

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group